"ადამიანებს არ ასანქცირებენ დემოკრატიის ხელშეწყობისთვის" - თალაკვაძე ივანიშვილზე "ადამიანებს არ ასანქცირებენ დემოკრატიის ხელშეწყობისთვის" - თალაკვაძე ივანიშვილზე /> "/> " />


  17:01:18     06-09-2022

"ადამიანებს არ ასანქცირებენ დემოკრატიის ხელშეწყობისთვის" - თალაკვაძე ივანიშვილზე

16624694681576065446_5e78c97875a48.jpg

"ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დემოკრატიის ხელშემწყობი ადამიანი და მისი სანქცირება ამის გამო, შეუძლებელია: 

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც სწორედ დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა ნაციონალური მოძრაობის მოძალადე ხელისუფლება და მან გააკეთა ყველაფერი, რათა ქვეყანას ჰქონოდა დემოკრატიული არჩევნები, ჰქონოდა ნორმალური სახელმწიფო ინსტიტუტები, ჰქონოდა მრავალპარტიული პარლამენტი, თავისუფალი მედია, საკუთრების უფლება ყოფილიყო დაცული, საქართველოს მიეღო უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების ხელშეკრულება - ყველაფერი ეს საქართველოში სწორად ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოხდა. შესაბამისად, ადამიანებს არ ასანქცირებენ დემოკრატიის ხელშეწყობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის. თუ ვინმე განიხილავს ასეთ სანქციებს, ეს არის უსამართლო და წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო პრინციპებთან, რომლის ნაწილიც და დამცველიც გახლავთ საქართველო"

 


ავტორი: presa.ge