15:48:49     05-09-2022
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ–მინისტრი ლიზ ტრასი გახდა
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე ხმის მიცემის შედეგები ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
ლიზ ტრასი ხვალ შოტლანდიაში, დედოფალ ელისაბეტთან აუდიენციას გამართავს, რის ფარგლებშიც დედოფალი პრემიერს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას დაავალებს.
ლიზ ტრასი ბრიტანეთის ისტორიაში მესამე ქალი პრემიერია.