იოზეფ ალბერსი და აბსტრაქტული ფერწერა იოზეფ ალბერსი და აბსტრაქტული ფერწერა />


  11:17:38     27-08-2011

იოზეფ ალბერსი და აბსტრაქტული ფერწერა

a9403.jpg

იოზეფ ალბერსი გერმანელი მხატვარი, მათემატიკოსი და მასწავლებელია, რომლის ნამუშევრებმა და მეთოდებმა, ევროპასა და აშშ-ში, ჩამოაყალიბა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ყოვლისმომცველი სწავლების პროგრამა.

დაიბადა ბოტროპში, ვესტფალია (გერმანია). სწავლობდა ბერლინში, ესენში და მიუნხენში, სანამ 1920 წელს ვაიმარში პრესტიჟულ ბაუჰაუზში შევიდოდა. 1922 წელს დაიწყო დიზაინის ფაკულტეტზე დამწყებთა კურსის სწავლება, ხოლო 1925 წელს პროფესორად დააწინაურეს, ამავე წელს ბაუჰაუზი დასაუში გადავიდა.

1933 წელს, ნაცისტების ზეწოლით ბაუჰაუზის დახურვის შემდეგ, ალბერსი აშშ-ში გადადის და ჩრდილოეთ კაროლინაში, ბლეკ მაუნტენ კოლეჯში იწყებს მასწავლებლობას, სადაც ის ხატვის პროგრამას ხელმძღვანელობდა 1949 წლამდე. აქ მის სტუდენტთა შორის იყვნენ რობერტ რაუშენბერგი, რობერტ მოზერუელი, რეი ჯონსონი და სუზან ვეილი. 1950 წელს ალბერსი იელის უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც ის დიზაინის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ხდება, 1958 წელს პენსიაზე გასვლამდე.

მიუხედავად იმისარ, რომ ალბერსი დიზაინერი, ფოტოგრაფი, ტიპოგრაფი და პოეტიც იყო, ყველაზე მეტად ის ცნობილია მისი აბსტრაქტული ფერწერული ნამუშევრებით და თეორიებით. მის ნამუშევართა შორის ყველაზე განთქმულია სერია „კვადრატის პატივსაცემად“, რომელშიც ასობით ნახატი და ლითოგრაფიაა შესული. ამ სერიაში, რომელიც მან 1949 წელს დაიწყო, ალბერსი იკვლევდა თაბახზე კონცენტრირებულად განლაგებულ ბრტყელ ფერად კვადრატთან ქრომატულ ზემოქმედებას.

0

ავტორი: