გორის ვიცე მერმა შვებულების დროს, საქართველოს ზღვისპირა ქალაქები სამსახურებრივი მანქანით შემოიარა გორის ვიცე მერმა შვებულების დროს, საქართველოს ზღვისპირა ქალაქები სამსახურებრივი მანქანით შემოიარა />


  15:18:35     05-09-2022

გორის ვიცე მერმა შვებულების დროს, საქართველოს ზღვისპირა ქალაქები სამსახურებრივი მანქანით შემოიარა

1662377072Capture.JPG

გორის ვიცე მერმა შვებულების დღეებში სამსახურეობრივი მანქანა გამოიყენა.

არსებული ინფორმაციით ნიკოლოზ ღვინიაშვილი შვებულებაში გავიდა და მერიის კუთვნილი ავტომობილით, ზღვისპირა ქალაქები შემოიარა.

ტელეკომპანია „მთავარი“ აცხადებს, რომ მან ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეოკადრები მოიპოვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, რომ ადგილი აქვს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან და ფაქტით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.


ავტორი: presa.ge