15:15:31     05-09-2022
"ძალიან კარგი უქნიათ თუ არ შეუშვეს" - კალაძე მიხეილ სააკაშვილთან ფოტიგას არშეშვებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა არ შეუშვეს.
აღნიშნულზე ჟურნალისტმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს დაუსვა კითხვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:
"ვინ არ შეუშვეს? ....ძალიან კარგი უქნიათ თუ არ შეუშვეს" – განაცხადა კალაძე.