15:09:03     30-08-2022
დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, მამაკაცს კოვიდი, მაიმუნის ყვავილი და აივ ინფექცია ერთდროულად დაუდგინდა
ისტორიაში პირველად, ადამიანს ერთდროულად დაუდგინდა COVID-19, მაიმუნის ყვავილი და აივ ინფექცია.
Journal of Infection–ის ცნობით, საუბარია 36 წლის იტალიელზე, რომელიც 16-20 ივნისს ესპანეთში ისვენებდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი დაეწყო ყელის ტკივილი, დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, რის შემდეგაც კაცმა ქალაქ კატანიას საავადმყოფოს მიმართა.
სამედიცინო დაწესებულებაში მას კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შემდეგ კი გამონაყარი და წყლულები გაუჩნდა. აივ-ინფექციაზე და მაიმუნის ყვავილზე ჩატარებულმა ანალიზებმა დადებითი პასუხი აჩვენა.
ექიმების განცხადებით, მამაკაცს ესპანეთში ყოფნისას, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა.