16:45:50     29-08-2022
რუსეთში, წარმოშობით ქართველი არასრულწლოვანი ძმების ცხედრები იპოვეს
რუსეთში წარმოშობით ქართველი, არასრულწლოვანი ძმები, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა ქალაქ ესენდუკში მოხდა.
არსებობს ვერსია, რომ 17 წლის ძმამა ჯერ ტყუპისცალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, ასევე ვარაუდობენ, რომ ისინი შესაძლოა სახიფათო ინტერნეტ თამაშის მსხვერპლნი გახდნენ.
საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ტყუპი ძმები იგორ და ნიკალაი გრციევები წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენიდან არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ძმებს 17 აგვისტოდან ეძებნენ. ისინი სახლიდან წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან.