გუსტავ კლიმტის გულწრფელი ეროტიზმი გუსტავ კლიმტის გულწრფელი ეროტიზმი />


  11:15:34     27-08-2011

გუსტავ კლიმტის გულწრფელი ეროტიზმი

a9401.jpg

გუსტავ კლიმტი ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვარი და ვენის არტ-ნუვოს მოძრაობის წევრია. მის მთავარ ნამუშევრებს შორისაა, ფერწერული ტილოები, ფრესკები, სკეტჩები და  ხელოვნების სხვა ნიმუშები, რომელთა უმრავლესობა გამოფენილია ვენის სეცესიონ-გალერეაში. კლიმტის მთავარი სუბიექტი ქალის სხეული იყო და მის ნამუშევრებში ხაზგასმულია გულწრფელი ეროტიზმი.  გრაფიკული ნამუშევრები (რომლებიც მან დიდი რაოდენობით შექმნა), საყოველთაოდ მიიჩნევა მის უდიდეს დანატოვრად.

გუსტავ კლიმტი დაიბადა ბაუმგარტენში, ვენასთან, ავსტრიაში. ის ოჯახში შვიდი შვილიდან მეორე იყო. მამამისი ერნსტ კლიმტი, მხატვარ-გრავიორად და იუველირად მუშაობდა.

1879-83 წლებში, ვენის სამხატვრო-სახელოსნო სკოლაში სწავლობდა, სადაც არქიტექტურული დეკორატორის განათლება მიიღო. პროფესიული კარიერა ინტერიერის მიურალების ხატვით დაიწყო რინგშტრასეზე, საზოგადოებრივ შენობებში. შემდეგ ავსტრო-უნგრეთის პროვინციების თეატრების კედლებს ხატავს. უკვე 1880 წელს, იღებს სერიოზულ შეკვეთას - „ოთხი ალეგორია“. 1885-86 წლებში, ძმასთან და ახალგაზრდა მხატვარ ფრანც მატჩთან ერთად, აფორმებს ვენის ბურგთეატრსა და სამხატვრო-ისტორიულ მუზეუმს. ბურგთეატზე მუშაობის დასრულების შემდეგ, იმპერატორი ფრანც იოსიფი კლიმტს ოქროს ჯვრით აჯილდოებს, ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

0

ავტორი: