15:21:46     25-08-2022
ბათუმში 11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს

ბათუმში 11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს. ინფორმაცია თავდაპირველად "TV 25"-მა გაავრცელა. მედია წერს, რომ სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11–ე მუხლით მიმდინარეობს.