15:14:45     25-08-2022
28 წლის პატიმარი, რომელსაც ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული, გარდაიცვალა
28 წლის მსჯავრდებული გურამ სვანიძე, რომელიც 20 აგვისტოს, თავის არეში მიყენებული ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, გარდაიცვალა.
პატიმარს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
გასროლა, რომლითაც პატიმარმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მან ბადრაგს წაართვა ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში მიიყენა ჭრილობა.