უკრაინული მედია: ერევნის ცენტრში გაკრული საოკუპაციო პლაკატები ერევნის სპეცოპერაციაა საქართველოს, მოლდოვის, ყაზახეთისა და უკრაინის წინააღმდეგ უკრაინული მედია: ერევნის ცენტრში გაკრული საოკუპაციო პლაკატები ერევნის სპეცოპერაციაა საქართველოს, მოლდოვის, ყაზახეთისა და უკრაინის წინააღმდეგ />


  12:48:21     23-08-2022

უკრაინული მედია: ერევნის ცენტრში გაკრული საოკუპაციო პლაკატები ერევნის სპეცოპერაციაა საქართველოს, მოლდოვის, ყაზახეთისა და უკრაინის წინააღმდეგ

1661244543300880538_5408130912608361_8232516745817638891_n.png

„ერევნის სპეცოპერაცია უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ყაზახეთის წინააღმდეგ“, - ამ სათაურით აქვეყნებს უკრაინული ტელეარხი 5.ua სტატიას, სადაც ერევნის ცენტრში გაკრულ საოკუპაციო პლაკატებს ეხმაურება, რომლებზეც კრემლის სიმბოლიკა და ასო „Z“ არის გამოსახული.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, პლაკატის ავტორები უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სუვერენული ტერიტორიების ანექსიას აანონსებენ.

უკრაინული მედია ერევნის ცენტრში გამოქვეყნებული პლაკატების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც აღნიშნულია, რომ ანექსირებული ყირიმი რუსეთია, ისევე, როგორც დონეცკი, ლუგანსკი, მარიუპოლი, ზაპოროჟიე, ხერსონი, ტირასპოლი (დნესტრისპირეთი), ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი). ჩრდილოეთ ყაზახეთი რუსეთი იქნება“, არცახი - დაე, ისიც რუსეთი გახდეს!“ 

ტერიტორიები, რომლებიც პლაკატზე წერია, ან უკვე ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ან მათ ოკუპაცია და შემდგომი ანექსია ემუქრება. საბაბი კი თითქოს ჩაგრული ეთნიკური უმცირესობების დაცვაა. 

უკრაინული მედია ორ კატეგორიაზე საუბრობს, რომლის მიხედვით პირველ კატეგორიაში შედის უკრაინის დროებით დაპყრობილი ქალაქები და რეგიონები, აგრეთვე, მოლდოვის (დნესტრისპირეთი) და საქართველოს (სამხრეთ ოსეთი) ოკუპირებული ტერიტორიები, ხოლო მეორე კატეგორიას მიეკუთვნება ყარაბაღი, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანს და ნაწილობრივ დაკავებულია სომხური უმცირესობის მიერ, ისევე როგორც ჩრდილოეთ ყაზახეთი, სადაც ზოგიერთ რაიონში რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი პროცენტი ცხოვრობს.

5.ua ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა ამ ტერიტორიაზე კრემლის საოკუპაციო ჯარები (აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინა, დნესტრისპირეთი, სამხრეთ ოსეთი) ან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები და არმიის კონტინგენტია (ყარაბაღი, ჩრდილოეთ ყაზახეთი) განთავსებული.

უკრაინული მედია სტატიაში იმ გარემოებაზე საუბრობს, რომელიც ამ ტერიტორიებს აერთიანებს: თითოეული მათგანისთვის კრემლი უკვე ამზადებს ყალბ რეფერენდუმებს ანექსიის მიზნით, ან ბოლო წლებში „ნიადაგს ამზადებდა“ მსგავსი  „პერსპექტივისთვის“.

ჯერ კიდევ 26 მაისს , უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ 11 სექტემბრისთვის დაგეგმილია

საყოველთაო „რეფერენდუმი“ „მინი-სსრკ“-ს აღდგენის შესახებ. ამასთან დაკავშირებით მან ცალკე ახსენა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიები და სამხრეთ ოსეთი.

ჩვენი ქვეყანა კვლავ იქნება დიდი და ძლიერი. ისევ იქნება საბჭოთა კავშირი და არავინ არსად წავა,  - ამის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ერთ-ერთმა მთავარმა არქიტექტორმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 14 ივლისს განაცხადა.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ აღიარა, რომ პუტინის აგრესიისგან „არავინ არის დაზღვეული“ და „ბევრი ქვეყანა შეშფოთებულია“, - ამ თემაზე „მეხუთე არხი“ ჯერ კიდევ 26 ივლისს იტყობინებოდა.

უკრაინული მედია ერევნის ცენტრში გამოკრულ საოკუპაციო პლაკატებს პროპაგანდისტულ „სპეცოპერაციას“ უწოდებს და წერს, რომ ამ იდეის ავტორები ერევანში კრემლის მიმდევრები არიან. მათივე ცნობით, აღნიშნული ფაქტი ნათლად აჩვენებს, უკრაინის გარდა რომელი სახელმწიფოები უნდა იყვნენ ყველაზე მეტად შეშფოთებულები მოსალოდნელ ანექსიასთან დაკავშირებით სამხედრო ოკუპაციისა და ყალბი რეფერენდუმების გზით.

ახლა, პროპაგანდისტულმა „სპეცოპერაციამ“, რომელიც ერევანში კრემლის მიმდევრებმა ჩაატარეს, ნათლად აჩვენა, უკრაინის გარდა  რომელი სახელმწიფოები უნდა იყვნენ ყველაზე მეტად შეშფოთებულები მოსალოდნელ ანექსიასთან დაკავშირებით სამხედრო ოკუპაციისა და ყალბი რეფერენდუმების გზით. ეს ქვეყნებია: საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.

თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებზე უკრაინული ტელეარხი დეტალურად საუბრობს.

მოლდოვა

 

ერევნის ცენტრში გაკრულ პლაკატებზე, რომელზედაც იმპერიული სიმბოლიკაა გამოსახული, წერია: ტირასპოლი არის რუსეთი!“. როგორც რუსეთის ფედერაციის მე-14 არმიის შტაბის ყოფილმა ოფიცერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლაი ლიზუნოვმა რომელმაც განახორციელა დნესტრისპირეთის ოკუპაცია, 8 აპრილს Gazeta.ru-ს განუცხადა, ამჟამად რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი სამხედრო კონტინგენტი 1700 ადამიანს შეადგენს.

22 აპრილს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ რუსტამ მინეკაევმა განაცხადა: უკრაინის სამხრეთ ნაწილზე კონტროლი

 

კიდევ ერთი გზაადნესტრისპირეთისკენ“, სადაც, აგრეთვე შეინიშნება რუსულენოვანი მოსახლეობის ჩაგვრის ფაქტები.

ის, რომ რუსეთის ფედერაციამ უკვე შეიმუშავა მოლდოვაში შეჭრის გეგმა, ამის შესახებ ბრიტანულმა გავლენიანმა გამოცემამ The Times-მა ინფორმაცია 1-ელ მაისს, უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა, ხოლო 10 მაისს აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელმა ავრილ ჰეინსმა დაადასტურა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღავნელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 7 ივნისს განაცხადა, რომ მოლდოვა უნდა მოემზადოს „რუსული ჯარების შეჭრისთვის“. 25 ივნისს კი, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა: „უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის დაახლოებით 220 000  მოქალაქე ცხოვრობს დნესტრისპირეთში“. ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უკრაინის შეიარაღებული ძალების პრეს-ოფიცერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა 28 ინვისს გაიხსენა, რომ რუსეთის ხელისუფლება „ოცნებობს სახმელეთო დერეფანზე არაღიარებული დნესტრისპირეთისკენ, მოლდოვის შემდგომი ოკუპაციის მიზნით“.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 14 ივლისს პირველად საჯაროდ დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ „ისეთივე ტრაგედია მოხდება“ - როგორსაც  „რუსეთი  უკრაინაში ახორციელებს“. 21 ივლისს კი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა მოლდოვის ხელისუფლება „სისხლისღვრის განახლების“ ალბათობის შესახებ გააფრთხილა. მან, ასევე, გაიხსენა, რომ „დნესტრისპირეთში რუსეთის 220 000 მოქალაქე ცხოვრობს“. რამდენიმე საათის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში დნესტრისპირეთის პრორუსული ანკლავის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ვიტალი იგნატიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2006 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, თვითგამოცხადებული არაღიარებული „დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკის“ მიზანია: „დამოუკიდებლობა, რასაც მოჰყვება თავისუფალი გაწევრიანება რუსეთის ფედერაციაში“.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ The Wall Street Journal-თან 25 ივლისს ინტერვიუში აღიარა, რომ ქვეყნის ხელისუფლება შეშფოთებულია რუსეთის შესაძლო შეჭრით. „შეშფოთებულები ვართ. განვიხილავთ ყველაზე პესიმისტურ სცენარებს“, -  დაადასტუა 29 ივლისს მაია სანდუმ.

„ამისთვის მხოლოდ პარლამენტისა და რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებია აუცილებელი. დნესტრისპირეთი შესაძლოა ქვეყნის (რუსეთის) ნაწილი ამ შემოდგომაზე გახდეს“, - განუცხადა რუსეთის ფედერაციის ყოფილმა სენატორმა ფრანც კლინცევიჩმა  კრემლის ერთ-ერთ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებას. ანუ ეს პროცესი სინქრონიზებულია დონბასის, ხერსონის ოლქსა და ზაპოროჟიეში დაგეგმილი ანექსიისთვის ყალბი რეფერენდუმების შედეგების მიხედვით.

საქართველო

 

4000-მდე რუსი ჯარისკაცი აკონტროლებს სამხრეთ ოსეთს, რომელიც საქართველოს შემადგენლობაშია. ამ ქვედანაყოფების ნაწილი მარტში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობდა. „ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა ნაცისტებს ბოლო მოუღონ“, - საზეიმოდ დაწერა საკუთარ ტელეგრამ არხზე სამხრეთ ოსეთის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ. 

30 მარტს ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც მაშინ „პრეზიდენტის“ პოსტს იკავებდა, „სტრატეგიულ მიზნად“ რუსეთის ფედერაციაში შესვლა გამოაცხადა. „ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის, ამაში არანაირი სამართლებრივი დაბრკოლება არ არსებობს. დღეს მთავარია რეფერენდუმის ჩატარება და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაწევრიანება,“ - აღნიშნა იმავე დღეს სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა.

31 მარტს საქართველოს მაშინდელმა ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მიუღებელია რაიმე რეფერენდუმზე საუბარი იმის ფონზე, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია.

„ოკუპაციის პირობებში არცერთ რეფერენდუმს არ ექნება სამართლებრივი ძალა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჩვენი ასობით ათასი მოქალაქე გააძევეს საკუთარი სახლებიდან...“, - განმარტა დიპლომატმა.

თუმცა, მოსკოვმა მაშინვე დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას. უკვე 31 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს „დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხებში“  კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ  ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს. 1-ელ აპრილს კრემლის დიქტატორის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დასძინა, რომ „საუბარია სამხრეთ ოსეთის ხალხის ნების გამოხატვაზე, ჩვენ მათ პატივისცემით ვეპყრობით“. და სახელმწიფო სათათბიროს „დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის შესახებ“ კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთს „უფლება აქვს ჩაატაროს რეფერენდუმი და ახლა არის შესაფერისი დრო ჩაატაროს ყველა სამართლებრივი პროცედურა“. ამასთან, ამ ინიციატივას თბილად შეხვდნენ ანექსირებული ყირიმის და ოკუპირებული დონეცკის მარიონეტული „ლიდერები“. რუსი სენატორებისა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ლიდერების წარმომადგენლობითი დელეგაცია 8 აპრილს ცხინვალში ჩავიდა და მხარი რეფერენდუმს მხარი დაუჭირა. თუმცა, მოგვიანებით კრემლმა გადახედა თავის პოზიციას. რეფერენდუმის გადადება გადაწყდა, რათა ეს საკითხი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისადმი მისი პოზიციის კუთხით საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად გამოეყენებინათ. ამიტომ გამოცხადდა, რომ რეფერენდუმის იდეა იყო ანატოლი ბიბილოვის კერძო ინიციატივა, რომელმაც მაისში დაკარგა „პრეზიდენტის“ პოსტი. მისი თქმით, აღნიშნული იდეა მოსკოვთან შეთანხმებული საერთოდ არ ყოფილა და არც კოორდინაცია მომხდარა.

„სამხრეთ ოსეთში პლებისციტის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს რუსული მხარის აზრის გაუთვალისწინებლად, ჩვენი შეთანხმებების საწინააღმდეგოდ, ჩვენი თანამშრომლობის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა რუსეთის „ელჩმა“ ცხინვალში მარატ კულახმეტოვმა.

რეინტეგრაციის საკითხებში  საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა რუსულ გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  „თეორიულად, ამან შეიძლება გამოიწვიოს ვადამდელი არჩევნები და საქართველოს პოლიტიკის ცვლილება, რომელიც არ შედის მოსკოვის ინტერესებში. რუსეთის ფედერაცია ამას ითვალისწინებს და ამიტომ დგამს ნაბიჯებს რეფერენდუმის ჩატარების თავიდან ასაცილებლად“.

ამგვარად, საქართველოს მიეცა მკაფიო მესიჯი: სანამ ის უკრაინაში პუტინის აგრესიასთან დაკავშირებით „სწორად“ მოიქცევა, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის პროექტი შეჩერდება.

11 მაისს სამხრეთ ოსეთის ახალმა ე.წ. პრეზიდენმტა ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ  აუცილებლად ჩაატარებენ ამ რეფერენდუმს“, როგორც კი იქნება სიგნალი და ამის დრო დადგება.

რუსეთის პრეზიდენტმა 28 მაისს სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მისანიჭებლად გამარტივებული პროცედურა დაამტკიცა. 15 ივნისს კი მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის რეფერენდუმის შემდგომი პერსპექტივების შესახებ კონსულტაციები გაიმართა . დისკუსიის შედეგად „უფლებამოსილ ორგანოებს დაევალა, გაეტარებინათ საჭირო კონსულტაციები რუსულ მხარესთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომი ინტეგრაციის ფორმებზე“. 

მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმი გაურკვეველი ვადით გადაიდო, სამხრეთ ოსეთის რეალურ სტატუსს მჭერმეტყველად მოწმობს ერევნის ცენტრში გაკრული პლაკატები, რომლებზეც ნათად აწერია: „ცხინვალი რუსეთია!“

აზერბაიჯანი
 

აზერბაიჯანის ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მე-15 ცალკეული 

მოტომსროლელი ბრიგადის განთავსებულია 1960-კაციანი ნაწილები. ამას ემატება მეზობელ სომხეთში დისლოცირებული 5000 რუსი სამხედრო, რომლებიც S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემებით და MiG-29 ავიგამანადგურებლებით არიან შეიარაღებულები.

ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილები სავარაუდოდ, სომხური ეროვნული უმცირესობის „დასაცავად“ იმყოფებიან, რომლის ლიდერები თავს არაღიარებული „მთიანი ყარაბაღის არცახის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელებად წარმოადგენენ. ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში, კრემლის დიქტატორისთვის მიწერილ ღია წერილში, ამ ფსევდორესპუბლიკის „პრეზიდენტი“ არაიიკ არუტუნიანი ნოსტალგიით იხსენებდა, რომ ყარაბაღი რუსეთის იმპერიის ნაწილი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო და დასძინა, რომ ეს ყარაბაღისთვის მშვიდობის, შენების ხანგრძლივი პერიოდი იყო...“.

არცახის რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ხალხის სახელით მივესალმები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, გადაწყვეტილებას. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ... ვულოცავთ დონბასის მოსახლეობას ამ ისტორიულ მოვლენას, - ამის შესახებ 2022 წლის 22 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას დონბასში რუსეთის პლაცდარმების აღიარების შესახებ“, არუთუნიანმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე დაპოსტა.

ჯერ კიდევ 2021 წლის 26 დეკემბერს, აშკარად იმის შიშით, რომ ყარაბაღიდან რუსული სამხედრო კონტინგენტი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ჩაერთვება, „პრეზიდენტი“ არუთუნიანი დაჟინებით მოითხოვდა რუსული სამშვიდობო ძალების არცახში მუდმივი და განუსაზღვრელი ვადით დატოვებას“.

17 იანვარს მიქაელ ბადალიანმა, რომელიც მოძრაობა „აზატაგრუმის“ ლიდერია რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებასთან აღნიშნა:

რუსი სამშვიდობოები ჩამოვიდნენ არცახში, სამუდამოდ თუ არა, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ხნით, და ამას არავინ ჰკითხავს არც ბაქოს, არც ერევანს“.

ზუსტად ოთხი თვის შემდეგ, „აზატაგრუმის“ აქტივისტებმა ერევანში რუსეთის საელჩოს წინ „აზოვსტალის“ დამცველების მხარდასაჭერად დაგეგმილი პიკეტი ჩაშალეს და რუსეთის მიერ მარიუპოლის ოკუპაციას სიხარულით მიესალმნენ.

უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიის ფონზე, მეზობელ სომხეთში არცახელმა მოღვაწეებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივმა აქტივისტებმა დაიწყეს ყარაბაღში რუსული სამხედრო კონტინგენტის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბარი, ასევე, მოითხოვდნენ განუსაზღვრელი ვადით მის დარჩენას და რუსეთის ფედერაციასთან ყარაბაღის მიერთებაზე რეფერენდუმის გამართვას.

არცახში დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რომელიც ეხება რუსეთთან მიერთებას, ისევე, როგორც ყირიმში რვა წლის წინ, - ამის შესახებ 18 მარტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა არტაშეს გეგამიანმა საინფორმაციო საიტ Oragir.news-სთან განაცხადა.

„არცახის უშიშროების საბჭომ“ 25 მარტს კრემლის დიქტატორისადმი აზერბაიჯანის ყარაბაღში „რუსი სამშვიდობოების ამჟამინდელი რაოდენობისა და მათი მომსახურე ობიექტების რაოდენობის გადახედვისა და, შესაბამისად, სამხედრო პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით“ მიმართვა დაამტკიცა.

31 მარტს ყარაბაღის ასკერანის ოლქის ყოფილმა ხელმძღვანელმა სასუნ ბარსეღიანმა „არცახის“ ხელისუფლებასმოუწოდა  „რაც შეიძლება მალე ჩაატაროს ეროვნული რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციაში არცახის გაერთიანების საკითხზე“. 6 აპრილს სომხურმა გამოცემა Grapark-მა  სტეფანაკერტში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნა:

თუ სომხეთი ხელებს დაიბანს არცახში და აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ რუსეთთან შეერთების გარდა სხვა გზა არ გვექნება, ამიტომ, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება“.

8 აპრილს ერევნის გამარჯვების პარკში რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდამჭერ აქციაზე სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილმა დირექტორმა მიქაელ ამბარცუმიანმა განაცხადა:

არცახში დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება იმ იმედით, რომ შეაგროვებენ იმდენ ხელმოწერას, რომ დააყენონ რუსეთთან მიერთების საკითხი“.

12 აპრილს „პრეზიდენტმა“ არუთუნიანმა განაცხადა, რომ „არცახს“ „შეიძლება ჰქონდეს რუსეთთან რაიმე სახის ურთიერთობა პირდაპირი ვერტიკალის ფორმატში“. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო წარმომადგენლობა ყარაბაღში „გარანტირებული და განუსაზღვრელი უნდა იყოს სამხედრო პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის შესაბამისი ზრდის შესაძლებლობით“.

„არცახს სურს გახდეს რუსეთის ნაწილი“, - ამის შესახებ 14 აპრილს News.am-თან საუბარში სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გრანტ ბაგრატიანმა  განაცხადა და დადებითად შეაფასა ის, რომ „არცახსა და რუსეთს ვერტიკალური ურთიერთობები“ აქვთ. მეორე დღეს თადარიგის პოლკოვნიკმა ჰაიკ ნააპეტიანმა სომხური არხის Live News-ის ეთერში.

წყარო: 5.ua


ავტორი: R