11:13:48     27-08-2011
40მმ-იანი ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი ГП-25
ყუმბარმტყორცნის დანიშნულებაა ცოცხალი ძალის განადგურება, რომელიც განლაგებულია როგორც ღია ადგილებზე, ასევე, სანგრებში და მთისიქითა ფერდობებზე. ყუმბარმტყორცნი გამოიყენება კომპლექტში ავტომატთან (АКМ, АКМС, АК 74, АКС 74) ერთად , რომელზეც მაგრდება კრონშტეინის წინა და უკანა დგარებით და ფიქსირდება ჩამკეტით.
ყუმბარმტყორცნს გააჩნია მაბლოკირებელი მოწყობილობა, რომელიც მას ავტომატიდან მოხსნილ მდგომარეობაში სროლის საშუალებას არ აძლევს. ის ასევე აღჭურვილია მცველით, თვითშეყენებადი დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმით. მისი დატენვა ხდება ლულის წინა ნაწილიდან. ГП-25 შეიძლება როგორც ფენილი, ასევე, კიდული ტრაექტორიის ცეცხლის წარმოება, იგი სროლისათვის გამოიყენებს 2 ძირითადი სახეობის ჭურვებს:
1-ჩვეულებრივი ВОГ-25
2-მხტუნავი ВОГ-25П
ყუმბარები აღჭურვილია მყისეული მომქმედების ამფეთქებით (П ვერსია შემნელებელით), რომლებიც წინარობასთან შეხვედრისას მოდის მოქმედებაში და ასევე გააჩნიათ თვითლიკვიდატორი. ყუმბარმტყორცნის კომპლექტში შედის: ყუმბარმტყორცნის ჩანთა, ჩანთა გასროლების და საკუთვნოსათვის.
army.ge
0