"გომელაურმა გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები, თუ არ გავჩუმდებოდი ოჯახს ამომიწყვეტდნენ" - გოგაშვილის ჩვენება "გომელაურმა გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები, თუ არ გავჩუმდებოდი ოჯახს ამომიწყვეტდნენ" - გოგაშვილის ჩვენება /> "/> " />


  15:17:06     15-08-2022

"გომელაურმა გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები, თუ არ გავჩუმდებოდი ოჯახს ამომიწყვეტდნენ" - გოგაშვილის ჩვენება

1660562380293695820_790276231969129_5715605153307976441_n.jpg

რუსთავის ციხეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი თითქმის უკვე ორი საათია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს ხვდება. გამომძიებელმა გოგაშვილი შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით უნდა გამოჰკითხოს. 

ადვოკატმა მედიის წარმომადგენლებს დღეს გოგაშვილის ჩვენება მიაწოდა:

"საშხაპის კარი იყო ღია და კართან დამხვდა დაწესებულების დირექტორი ზურა მოდებაძე, მან ხელი ჩამომართვა და დაბალ ხმაზე მითხრა, არ აღელდე, საშხაპეში დევს ტელეფონი, რომ შეხვალ დარეკავს და უპასუხე. ცოტა ხნის შემდეგ დარეკა ტელეფონმა და დამელაპარაკა ვახტანგ გომელაური, ჩვენ შორის შედგა ხმამაღალი და დაძაბული საუბარი, მან გადმომცა ბიძინა ივანიშვილი დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები და თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ, საუბარი 30 წუთი გაგრძელდა, ბოლოს გომელაურმა მითხრა, რომ ხვალ დამირეკავდა, ხოლო იქამდე მეფიქრა მოსალოდნელ შედეგებზე და ისე მიმეღო გადაწყვეტილება", - წერია ჩვენებაში. 


ავტორი: presa.ge