„დავიღალე ძალა აღარ მაქვსო" - თურქეთის კლინიკაში 21 წლის ქართველი ბიჭი გარდაიცვალა „დავიღალე ძალა აღარ მაქვსო" - თურქეთის კლინიკაში 21 წლის ქართველი ბიჭი გარდაიცვალა /> "/> " />


  14:57:28     12-08-2022

„დავიღალე ძალა აღარ მაქვსო" - თურქეთის კლინიკაში 21 წლის ქართველი ბიჭი გარდაიცვალა

1660301977jj.JPG

თურქეთის ერთ–ერთ კლინიკაში 21 წლის ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა. გიორგი თითქმის ერთი წელია ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა და მას ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროებოდა:

„დავიღალე ძალა აღარ მაქვსო მწერდა, მაგრამ შევთანხმდით რომ ჩავიდოდი ის უკვე გამოჯანმრთელებული უნდა ყოფილიყო!

რამდენი ვიბრძოლეთ, რამდენჯერ ვუთხარი ერთად აღვნიშნოთ ორივეს კარგად ყოფნა მეთქი. ეცინებოდა და არც მპირდებოდა. რომ გვეგონა ბოლოში გავდივართ და სადაც არის #დიდება ფეხზე დადგებაო მაშინ დაგვტოვე, ბოლოს მომიკითხა რამდენიმე დღის წინ, როგორ ხარო და დღეს წავიდა, ალბათ დაისვენა, მაგრამ სიცოცხლე როგორ უნდოდა ნეტა იცოდეთ, პირველი რას გააკეთებ რომ ადგები თქო და თსუ ბიბლიოთეკაში დავჯდები და ჩემს ნაშრომს დავამთავრებო სიცილით მითხრა.

ყველას გისამძიმრებთ ვინც გიორგისთვის იბრძოდით !! ყველა მის მეგობარს.

მაგრამ მის ოჯახს ,როგორ მივუსამძიმრო, რა უნდა ვთქვა არ ვიცი, ყოველ დღე ველოდებოდი რამე საზეიმო სიახლეს და დღეს დილით ამხელა ტკივილი და იმედგაცრუება დამახვედრე.
დროებით #დიდება

სხვა დროს და სხვა განზომილებაში აღვნიშნოთ... შენი გაცილების საშუალებაც არ მაქვს ამ წყეული მანძილის გამო“, - წერს გარდაცვლილი ახალგაზრდას მეგობარი სოციალურ ქსელში. 


ავტორი: presa.ge