11:09:36     27-08-2011
ყვავილოვანი კომბოსტოს ფხალი
მასალა:
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 კილოგრამი
ნიგოზი -1,5 ჩაის ჭიქა
ნიორი - 2-3 კბილი
მწვანილი - 3-3 ძირი
წიწაკა, მარილი, ძმარი, ზაფრანა - გემოვნებით
ყვავილოვანი კომბოსტო დავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ მდუღარე მარილწყალში და მოვხარშოთ, გადავწუროთ და გავაცივოთ. დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ზაფრანა, მარილი. ნიგვზიდან გამოვხადოთ ზეთი და ცალკე შევინახოთ. ნიგვზიანი მასალა გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და ავურიოთ მოარშულ კომბოსტოში; მოვათავსოთ თეფშზე, ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და დარჩეული ბროწეული.
0