16:23:52     09-08-2022
ოკუპანტები მარიუპოლში უკრაინელ სამხედრო ტყვეებს "აზოვსტალიდან" ცხედრების ექსჰუმაციისთვის იყენებენ
მარიუპოლში რუსი ოკუპანტები უკრაინელ სახმედრო ტყვეებს მოკლული უკრაინელების ცხედრების ექსუმაციისთვის იყენებენ.
ადგილობრივები იტყობინებიან, რომ ამ ეტაპზე მარიუპოლის მარცხენა სანაპიროზე მიმდინარეობს ცხედრების ექსჰუმაცია. ოკუპანტები იმ ტყვეებს იყენებენ, რომლებიც აზოვსტალს აფარებდნენ თავს თვეების მანძილზე.
უკრაინელ სამხედრო ტყვეების რამდენიმე თვის წინ დამარხული ცხედრების ამოტანას ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობის გარეშე, იარაღის ლულის ქვეშ აიძულებენ.