16:18:24     08-08-2022
"ღმერთმა არ ქნას, რამე მოხდეს, რადიოაქტიური დაბინძურების გამავრცელებელ ქარს ვერავინ შეაჩერებს" - ზელენსკის გაფრთხილება ევროპას
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს იმ საფრთხის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით შექმნა.
"მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ერი, რომელსაც შეუძლია თავი დაცულად იგრძნოს, როცა ტერორისტული სახელმწიფო ატომურ სადგურს ბომბავს. ღმერთმა არ ქნას, რამე გამოუსწორებელი მოხდეს, რადიოაქტიური დაბინძურების გამავრცელებელ ქარს ვერავინ შეაჩერებს", – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.