16:03:59     08-08-2022
საქართველოში 37 გრადუსამდე დაცხება – უახლოესი დღეესბი ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აგვისტომდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
უწყების ცნობით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +37 გრადუსს მიაღწევს.
"12 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი,"-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.