თევზი ეგვიპტურად თევზი ეგვიპტურად />


  11:08:10     27-08-2011

თევზი ეგვიპტურად

a9392.jpg

მასალა:

1 კილოგრამი თევზი (ვირთევზა, ქამბალა)
1 ჭიქა მცენარეული ზეთი
100 გრამი გასუფთავებული ნუში ან თხილი
50 გრამი ქიშმიში
500 გრამი პამიდორი
პილპილი, მარილი
შესაწვავად საჭირო ცხიმი (მცენარეული)
ტომატის სოუსი

თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, ჩავჭრათ დიაგონალზე, წავუსვათ მარილი და პილპილი და შევბრაწოთ ცხიმწასმულ ტაფაზე. შემდეგ მოვასხათ მცენარეული ზეთი და შევდგათ თბილ ღუმელში. დროდადრო ვასხათ მცენარეული ზეთი. თხილი და ქიშმიში მოვხრაკოთ მცირე რაოდენობის ზეთში, გადმოვიღოთ ტაფიდან და ამ ტაფაში ჩავაწყოთ მარილ და პილპილ მოყრილი პამიდორი და ვშუშოთ მანამდე, სანამ არ ჩაიშლება. შემდეგ გავატაროთ საცერში, კიდევ ერთხელ დავდგათ საშუალო ცეცხლზე და ვაცალოთ სოუსს შესქელება. თევზი მოვათავსოთ ლანგარზე, ზემოდან მოვაყაროთ თხილი და ქიშმიში, სუფრაზე მიტანის წინ კი მოვასხათ ტომატის სოუსი.

0

ავტორი: