15:38:25     02-08-2022
"არავითარი გაუგებრობა პატრიარქის ტიტულატთან დაკავშირებით მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არის" – ზვიადაძე რუსეთის პატრიარქის წერიზე
"არავითარი გაუგებრობა პატრიარქის ტიტულატთან დაკავშირებით მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არის", - ასე ეხმაურება რუსეთის პატრიარქ კირილის წერილს, სადაც ილია მეორე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არაა მოხსენიებული პატრიარქის პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე.
"მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს აქვს ყოველთვის ის პოზიცია, რაც არის ეკლესიური პოზიცია. საქართველოს საპატრიარქო არასოდეს არ ერიდება იმას, რომ საეკლესიო კანონიკური სამართლის ფარგლებში თავისი სიტყვა თქვას. მერწმუნეთ, რომ აქ არავითარი გაუგებრობა პატრიარქის ტიტულატთან დაკავშირებით მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არის... არ მგონია, რომ ჰქონდეს და ხშირად მომისმენია მისი უწმინდესობის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მხრიდან პატრიარქის მოხსენება იმ ტიტულატურით, რომელიც მას აქვს მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, - ამბობს მამა გიორგი ზვიადაძე.