22:00:37     29-07-2022
ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდის არეში დავით ჯიჯეიშვილმა მიაყენა.
ბრალის წარდგენას ასევე ელოდება 7 დაკავებული, რომლებიც დაბადების დღეზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. ცნობილია სისხლიანი კონფლიქტის დეტალები, რომელიც საბედისწერო წვეულებაზე საბურთალოელებსა და ნახალოვკელებს შორის მოხდა.