21:46:51     29-07-2022
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი

გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე წევრი დაიღუპა.
ბორტზე იმყოფებოდნენ – ეკიპაჟის 4 წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.
დაღუპულია უცხოელი ტურისტიც, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულია პარაპლანისტი, რომელიც ამ მომენტში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.