"რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? მაგინოთ და მე ჩუმად ვიყო"- კახა კალაძე კობახიძეს ამართლებს "რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? მაგინოთ და მე ჩუმად ვიყო"- კახა კალაძე კობახიძეს ამართლებს /> "/> " />


  15:48:59     26-07-2022

"რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? მაგინოთ და მე ჩუმად ვიყო"- კახა კალაძე კობახიძეს ამართლებს

1658836309hhh.JPG

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მხრიდან "მთავარი არხის" ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა და ირაკლი კობახიძის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადებები გაამართლა:

"მე არ შევალ დეტალებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი, შესაბმისად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ იყოს უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა. შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ შეურაცხყოფა და ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია.

ფიქრობთ, რომ ცალმხრივი იყო ეს ყველაფერი, თქვენ შეურაცხყოფა გვაყენოთ და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ, ეს არასწორია.

თმენის ვალდებულება? რას ნიშნავს თმენის ვალდებულება, მაგინონ და მე ჩუმად ვიყო, რა ლამაზად და კარგად მაგინებ?", - განაცხადა კახა კალაძემ. 


ავტორი: presa.ge