16:44:35     22-07-2022
პირველად ისტორიაში – აშშ–ში ადამიანს ტვინში ნეიროჩიპი ჩაუნერგეს
სტარტაპმა ნიუ იორკიდან Synchron–მა ილონ მასკს დაასწრო და მოიპოვა ლიცენზია ადამიანის ტვინში ნეიროჩიპის ჩანერგვის თაობაზე. ექსპერიმენტში მომაწილე ადამიანი პარალიზებული გახლდათ.
ახლა კი ნეიროჩიპის საშუალებით ის იყენებს ინტერნეტს, შოპინგობს ონლაინ და ასრულებს სხვადასხვა დავალებებს.
ოპერაცია 6 ივლისს ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.
მასკის კომპანია თავისხმრივ განაგრძობს მუშაობას უფრო მცირე ნეიროჩიპზე, რომელსაც გაცილებით დიდი შესაძლებლობები ექნება, ის გააკონტროლებს სხეულის ზოგად მდგომარეობას, იბრძოლებს დეპრესიის წინააღმდეგ და ტვინის გაცილებით უკეთ მუშაობას შეუწყობს ხელს.