პუტინთან დაახლოებული სერგეი ბეზრუკოვი ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა პუტინთან დაახლოებული სერგეი ბეზრუკოვი ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა />


  15:32:14     22-07-2022

პუტინთან დაახლოებული სერგეი ბეზრუკოვი ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა

1658489605dd.JPG

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების მეშვიდე პაკეტი შეიმუშავა და მასში 54 ფიზიკური პირი შეიყვანა.

სანქცირებულთა შორის არიან პოლიტიკისა და კულტურის წარმომადგენლები – დუმის წარმომადგენლები და ასევე მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.

საქცირებულნი არიან მაღალი რანგის სამხედრო პირები, რუსი პროპაგანდისტები და ბიზნესმენები.

სანქციები დაედოთ მსახიობ სერგეი ბეზრუკოვსა და ვლადიმირ მაშკოვს.

სანქციების ახალი პაკეტი ასევე რუსეთის მიერ პოტენციურად შეიარაღების გასაძლიერებლად გამოყენებად პროდუქციის სანქცირებას ითვალისწინებს.


ავტორი: presa.ge