როგორ გააყალბა "ქართლმა ოცნებამ" არჩევნები - სკანდალური მტკიცებულებები როგორ გააყალბა "ქართლმა ოცნებამ" არჩევნები - სკანდალური მტკიცებულებები /> "/> " />


  15:50:34     21-07-2022

როგორ გააყალბა "ქართლმა ოცნებამ" არჩევნები - სკანდალური მტკიცებულებები

1658404400publika.ge-archevnebi.jpg

როგორ აყალბებს "ქართლი ოცნება" არჩევნებს - სკანდალური მტკიცებულებები არასამთავრობო სექტორის ხელშია. ამ წუთებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და „სამართლიანი არჩევნები"  აქვეყნებს  ერთობლივ დოკუმენტებს, რომლითაც მტკიცდება, რომ ივანიშივლის რეჟიმი არჩენვებს ტერორით და დაშინებებით იგებს:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” და „სამართლიანმა არჩევნებმა” შეისწავლეს დოკუმენტაცია, რომლებიც სავარაუდოდ მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების” მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის [email protected], 2018-2019 წლების კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტაციას მოიცავდა. ამასთანავე, საჯარო ინფორმაციის მეშვეობით გადამოწმდა დოკუმენტებში არსებული გარკვეული მონაცემები.

კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება. ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით. გარდა ამისა, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა.

სრული სქემის მასშტაბი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ მეთოდებით არჩევნების პროცესში ჩარევის შედეგად შესაძლებელი იყო ამომრჩევლის ხმის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მასშტაბური მობილიზება.

უფრო კონკრეტულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს სავარაუდოდ სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას), სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ.

ანგარიშში წარმოდგენილია მამხილებლის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის იოსებ გოგაშვილის მიერ გადმოცემული ინფორმაცია. წარმოდგენილი გარემოებები შესაძლებლობის ფარგლებშია გადამოწმებული და ასევე, დასტურდება მედიაში გასულ სიუჟეტებში მოყვანილი დადასტურებული ფაქტებით.

პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ცხადად ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში (განსაკუთრებით მეორე ტურის წინ და შემდეგ თვეებში) საგრძნობლად გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და სატრანსპორტო საშუალების მართვის ჩამორთმეული უფლება აღუდგინეს. გარდა ამისა, სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ გაკეთებულ რეპორტაჟებში ბევრმა პირმა დაადასტურა დოკუმენტებში მოყვანილი გარემოებები.

ამომრჩევლის გულის მოგების მიზნით ზემოთ ჩამოთვლილი შეღავათების თუ სარგებლის შეთავაზება სავარაუდოდ არაფორმალური გზით და კანონის პროცედურების გვერდის ავლით ხდებოდა. შედეგად, იკვეთება სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტიის მიერ ერთობლივად  სახელმწიფო რესურსების ხარჯზე მოქალაქეთა მასშტაბური მოსყიდვის ფაქტი. ამ პროცესში გამოკვეთილი იყო ცალკეულ თანამდებობის პირთა სავარაუდო სამოხელეო და სისტემური დანაშაულის ნიშნები.

როგორც დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, მათ შორის, სავარაუდოდ მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ.

გარდა ამისა, მმართველი პარტია, მაღალი ალბათობით, არასაჯარო წყაროებიდანაც აგროვებდა ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების შესახებ, მათ შორის ინტერესდებოდა იმით, თუ რა სახის ზემოქმედება შეიძლება მოეხდინა მათზე სხვადასხვა სახელმწიფო რესურსის გამოყენებით. ამის მაგალითს მარნეულის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ნავერიანის სახელით 2018 წელს გაგზავნილი წერილები წარმოადგენს.

როგორც 2020 წელს შედგენილი დოკუმენტებიდან იკვეთება, სავარაუდოდ მმართველი პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტებში მოცემული იყო საჯარო სკოლების დირექტორების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების პოლიტიკური დახასიათებები და რეკომენდაციები.

ამის ტიპურ მაგალითად საჯარო სკოლების დირექტორების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია შეიძლება მივიჩნიოთ. 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა. 112 პირიდან მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში 95 დირექტორი იყო შეფასებული. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს მათგან 29 გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, მმართველ პარტიას - 80 დირექტორი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - 89. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც დადასტურების შემთხვევაში უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა. 

სკოლის დირექტორების დახასიათებების გარდა, მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული იყო 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელთა დახასიათებები, უწყებებში არსებული ზოგადი მდგომარეობა და პოლიტიკური განწყობები.

მასალები შეიცავდა დოკუმენტს სახელწოდებით „მოხსენებითი ბარათები“, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ რეგიონული ხელმძღვანელები, როგორც წესი, პარტიის ხელმძღვანელების სახელზე (ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, აგრეთვე რეგიონული მდივანი - დიმიტრი სამხარაძე) წერდნენ განცხადებას და ითხოვდნენ საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების  თანამშრომლების პარტიის საარჩევნო შტაბში გადმოყვანას. ქართული კანონმდებლობით, სამართალდამცავი ორგანოს  თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობა. მან თავი უნდა  შეიკავოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვისაგან.  მას ეკრძალება პოლიტიკური და საარჩევნო საქმიანობა". - ნათქვამია დოკუმენტში.


ავტორი: presa.ge