მარბურგის მომაკვდინებელი ვირუსის შემთხვევები დადასტურდა – რა უნდა იცოდეთ მომაკვდინებელ ინფექციურ დაავადებაზე მარბურგის მომაკვდინებელი ვირუსის შემთხვევები დადასტურდა – რა უნდა იცოდეთ მომაკვდინებელ ინფექციურ დაავადებაზე />


  15:47:55     19-07-2022

მარბურგის მომაკვდინებელი ვირუსის შემთხვევები დადასტურდა – რა უნდა იცოდეთ მომაკვდინებელ ინფექციურ დაავადებაზე

16582313766.jpg

მომაკვდინებელი მარბურგის ვირუსის ორი შემთხვევა განაში ოფიციალურად დადასტურდა.

მარბურგის ვირუსი მძიმე ინფექციური დაავადებაა და ის ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. ის „ებოლას“ გამომწვევი ვირუსის ოჯახს მიეკუთვნება.

აღნიშნული ვირუსის სიმტომებია: სისხლიანი ღებინება, სისხლდენა, თავისა და კუნთების ტკივილი, ცხელება.

მარბურგის ვირუსი ადამიანებს ხილიჭამია ღამურებუსგან გადაეცემათ, ადამიანებს შორის კი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება.

აღნიშნული ვირუსი არ იკურნება, თუმცა სამედიცინო სფეროში არსებობს პროტოოლი მის სამკურნალოდ – ბევრი სითხე და სიმტომატური მკურნალობა.

ამ ვირუსის პირველი აფეთქება 1967 წელს გერმანიაში მოხდა, რა დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა.

2005 წელს კი ანგოლაში მარბურგის ვირუსით 200–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


ავტორი: presa.ge