"ბიძინა ივანიშვილი ახლა საკუთარი ხელისუფლებისა და ძალაუფლების გლოვაშია" – ნიკა გვარამია "ბიძინა ივანიშვილი ახლა საკუთარი ხელისუფლებისა და ძალაუფლების გლოვაშია" – ნიკა გვარამია /> "/> " />


  15:00:19     19-07-2022

"ბიძინა ივანიშვილი ახლა საკუთარი ხელისუფლებისა და ძალაუფლების გლოვაშია" – ნიკა გვარამია

16582286623.JPG

სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე გვარამია სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი საკუთარი ხელისუფლებისა და ძალაუფლების გლოვაშია:

"იცით ალბათ, გლოვის 5 სტადია არსებობს, ბიძინა ივანიშვილი არის სწორედ ახლა, საკუთარი ხელისუფლებისა და ძალაუფლების გლოვაში. პირველი სტადია იყო უარყოფა. გვახსოვს ყველას წივილი-კივილი სანქცია არა, ყველაფერი მოხდა და უარყოფის სტადიამ გადაინაცვლა ბრაზის სტადიაში. ახლა ვართ ბრაზის სტადიაში. ეს დაჭერები, გოგაშვილის დაჭერა...ეს არის ბრაზის, სახიფათო სტადია. 

შემდეგი იქნება ვაჭრობის სტადია. ეს ისეთი პარადიგმაა ხუთსვლიანი, რომელიც არავის არ დაურღვევია არასდროს. არც ერთ სულიერს, ვერ დაარღვევს ვერც ბიძინა ივანიშვილი. ვაჭრობის სტადია იქნება ყველა მიმართულებით. ევროპა ძაან რეზისტენტულია, ვინც რუსეთთანაც ვაჭრობდა ისინი უკვე აღარ არსებობენ და ივანიშვილი ვიღას უნდა. მთავარია ჩვენ არ შევიდეთ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზე უკეთესი ვაჭარი ნამდვილად არ არის ამ ქვეყანაში, თუ რამეში არის ჩემპიონი, ამაში არის და ჩვენ ვერ მოვიგებთ ბიძინა ივანიშვილს ვაჭრობაში.

ზიგზაგები არ უნდა იყოს ჩვენი გზა, იმიტომ, რომ ზიგზაგებში ბიძინა ივანიშვილი ჩემპიონია. ხისტად, სწორხაზოვნად და სიმართლისთვის - ასე უნდა ვმოძრაობდეთ.

შემდეგი სტადია იქნება დეპრესია იმიტომ რომ ამ ვაჭრობაში ის წააგებს. ჩვენთან ვიღაცეები რომც აყვნენ, მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ ჩვენთან აღარ წყდება ივანიშვილის ბედი მეგობრებო, აღარ.

დეპრესიის მერე იქნება მიღება და შეგუება. ეს აუცილებლად ასე იქნება. აუცილებლად და ამ დროისთვის ჩვენ მზად უნდა ვყოთ. მზად უნდა ვიყოთ ველაპარაკოთ ერთადერთ რამეზე - ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე. ეს არის ერთადერთი, რაზეც ღირს ლაპარაკი და აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ იმიტომ, რომ კი, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ბევრი სხვა ფორმით, მაგრამ ეს დაჯდება ძალიან ძვირი ქვეყნისთვის. ისტორიულად უმძიმესი ფასის გადახდა შეიძლება მოგვიწიოს, მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა, ამიტომ მთავარი გზავნილი უნდა იყოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, ამაზე უფრო დეოლიგარქიზაცია არ არსებობს" – თქვა ნიკა გვარამიამ სიტყვით გამოსვლისას. 


ავტორი: presa.ge