"დროა, ევროპული საბჭოს მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობამ ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან ითანამშრომლოს" – აშშ–ის ელჩი "დროა, ევროპული საბჭოს მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობამ ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან ითანამშრომლოს" – აშშ–ის ელჩი /> "/> " />


  19:25:34     28-06-2022

"დროა, ევროპული საბჭოს მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობამ ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან ითანამშრომლოს" – აშშ–ის ელჩი

16564300281583415792-1583345265-კელი-დეგნანი.jpg

"ახლა ის დროა, რომ მთავრობამ ითანამშრომლოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისთვის, რომ შესრულდეს ევროპული საბჭოს მოთხოვნები", - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გააკეთა. 

"საქართველოს მოსახლეობა ყველა გამოკითხვაში აფიქსირებს თავის მტკიცე აზრს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ახლა ის დროა, რომ მთავრობამ ითანამშრომლოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც წაყენებულია ევროპული საბჭოს მიერ, ზედმიწევნით შესრულდეს. იმედია, ასეც მოხდება წლის ბოლომდე და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

საქართველო არის ევროპული ქვეყანა და ევროკავშირს სურს მისი მიღება უბრალოდ ქვეყანამ უნდა წარმოაჩინოს ერთგულება ევროპული ფასეულობებისადმი. ევროპული საბჭოს არცერთი მოთხოვნა არ არის სიახლე. ეს ყველაფერი ყველამ ისედაც იცოდა და ახლა დროა ყველამ, მთავრობამ, ოპოზიციამ და ხალხმა გაერთიანება მოახერხოს, რაც მოემსახურება ერთ მიზანს, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი," - ამბობს კელი დეგნანი.


ავტორი: presa.ge