15:11:18     21-06-2022
"გორის მე-19 ბაგა ბაღში ხდება ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა" - სკანდალური განცხადება
Facebook–ის ერთ–ერთ ჯგუფში, სახელწოდებით – "NGO-Happy Kids", ერთ–ერთი წევრი მარიამ მაკრახიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და წერს, რომ გორის მეცხრამეტე საჯარო ბაღში ბავშვებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებენ და სანამ ამ ბაღში მშობლები ბავშვების დარეგისტრირებას გადაწყვეტენ, კარგად დაფიქრდნენ:
"რადგან ბაღების რეგისტრაცია იწყება ამიტომ ვწერ. გორის მე 19 ბაგა ბაღში თქვენი შვილები იქნებიან ძალადობის მსხვერპლნი, კარგად დაფიქრდით მანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ"
კომენტარებში კი მაკრახიძე წერს:
"გორის მე 19 ბაგა ბაღში ხდება ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა
თმების მოქაჩვა არაერთხელ და რკინის სახაზავის თავში ჩარტყმა არა ერთხელ, ასევე კვებაზე ხელის აწევით საკვების მიწოდება, წლის დალევა და საპირფარეშოს მოხმარება, წყალი არუნდა დალიონ ხშირად და ბევრი რომ საპირფარეშოში შევლენ ხშირად, კიდევ მოწმენდილ იატაკზე წაქცეულ ბავშვს თავში სახაზავიც უთავაზეს, ბაღის ეზოში გაფუჭებული ინფრასტრუქტურის გამო ბავშვი კინაღამ გარდაიცვალა და ამ ყველაფერზე დირექტორს ეღიმება არ ჯერა"