უოლნატ სტრიტის თეატრი უოლნატ სტრიტის თეატრი />


  11:11:25     26-08-2011

უოლნატ სტრიტის თეატრი

a9366.jpg

უოლნატ სტრიტის თეატრი უძველესი უწყვეტად მოქმედი თეატრია ინგლისურენოვან სამყაროში; მდებარეობს ფილადელფიაში, პენსილვანია, #825 უოლნატ სტრიტზე. დაწესებულებას სამი სცენა აქვს: მთავარი - კომპანიის ძირითადი და უდიდესი წარმოდგენებისთვის, ინდიპენდენს-სტუდიო - შენობის მესამე სართულზე მცირე წარმოდგენებისთვის, და სტუდიო 5 - მეხუთე სართულზე, რომელიც გაქირავებულია დამოუკიდებელი წარმოდგენებისთვის.

უოლნატ სტრიტის თეატრი ააგო პეპინ და ბრესკარის ცირკმა. პეპინ და ბრესკარმა უამრავი სცენური ნაგებობა ააშენეს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, სადაც მათი საცირკო წარმოდგენების პარალელურად, კლასიკური ნაწარმოებები და საცხენოსნო დრამები იმართებოდა. თეატრი დაფუძნდა 1809 წელს და სახელად „ახალი ცირკი“ დაერქვა. 1811 წელს, არქიტექტორმა უილიამ სტრიკლენდმა დააპროექტა და ააგო სცენა და საორკესტრო ნიშა თეატრალური წარმოდგენებისთვის; შესაბამისად, თეატრის სახელი შეიცვალა „ოლიმპიკ“-ით. დღევანდელი სახელით თეატრი 1828 წლიდან იწოდება.

უოლნატი პირველი თეატრი იყო, სადაც 1837 წელს გაზის საფეხურების განათება დამონტაჟდა. 1855 წელს ის ასევე პირველი თეატრი გახდა ჰაერის კონდიცირების სისტემით. 1892 წელს თეატრმა შანდლებსა და საფეხურების ელექტრო განათებაზე გადაინაცვლა. მას შემდეგ თეატრმა მრავალი რენოვაცია განიცადა.

0

ავტორი: