11:09:57     26-08-2011
კანდარია მაჰადევა – უდიდესი ტაძარი ინდოეთში
კანდარია მაჰადევა - უდიდესი, ყველაზე ორნამენტული და კარგად შემონახული შუა საუკუნეების ჰინდუს ტაძარია ხაჯურაჰოში მადჰია-პრადეშში, ინდოეთში. ხაჯურო ერთ დროს ჩანდელა რაჯპუცის რელიგიური დედაქალაქი იყო და დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა ინდოეთში.
კანდარია მაჰადევას ტაძარი აგებული უნდა იყოს ვიდიადხარას მიერ, რომელიც გადმოცემით ჩანდელას უდიდესი მეფე ყოფილა. ტაძარი დაახლოებით 1050 წელს აიგო; შიხარა ანუ მთავარი ქიმი 31 მ სიმაღლისაა და შივას წმინდა მთა მერუს განასახიერებს; მის ირგვლივ კი 84 მინიატურული გუმბათია. საკურთხეველზე, ტაძრის შიგნით მარმარილოს ლინგამია (ფალოსი), რომელიც შივას განასახიერებს. ტაძარი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
0