15:59:56     14-06-2022
600 მოკლული უკრაინელი, დედები და მათი შვილები – რუსები მარიუპოლის დრამატულ თეატრში კონცერტის გამართვას გეგმავენ
მარიუპოლის დრამატული თეატრი არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რა დანაშაულებებს ჩადიან რუსები უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ რუსმა ოკუპანტებმა თეატრის თავშესაფარში მყოფი 600–ზე მეტი ადამიანი ჩახოცეს, მათგან უმეტესობა დედები და თავიანთი შვილები იყვნენ, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც დრამატულ თეატრს მათი წარმოუდგენელი სიმძლავრის ბომბი დაეცა.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ოკუპანტები დრამატული თეატრის აღდგენას გეგმავენ და აანონსებენ კონცერტებსა და სპექტაკლებს. ამას კი აპირებენ უდიდესი ტრაგედიის ადგილზე, იმ ტკივილის გადასაფარად, რომელიც უკრაინას მოუტანეს.