23:40:07     12-06-2022
"თურქეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილი ლეგიტიმურია" – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თურქეთის წუხილი ლეგიტიმურია.
"წუხილი ლეგიტიმურია. საქმე ეხება ტერორიზმსა და იარაღის ექსპორტს... ჩვენ უნდა გვახსოვდეს და გვესმოდეს, რომ NATO-ს არცერთ სხვა მოკავშირის ქვეყანაში არ მომხდარა იმაზე მეტი ტერორისტული თავდასხმა, ვიდრე თურქეთში", - თქვა სტლტენბერგმა ფინეთში პრეზიდენტ საული ნინისტოსთან საერთო პრესკონფერენციაზე.
სტოლტენბერგის თქმით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, თურქეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განცხადება მაისის ბოლოს შეიტანეს. ეს გადაწყვეტილება ქვეყნებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. გადაწყვეტილებას თურქეთი ეწინააღმდეგება.