16:10:19     10-06-2022
შემზარავი კადრები – ბათუმის კერძო ბაღში მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი ორი აღსაზრდელი მესამეს სცემს (ვიდეო)
სოციალურ ქსელში ვრცელდება შემზარავი კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ სცემს ბათუმის ერთ–ერთი კერძო ბაღის ორი აღსაზრდელი მესამეს, ისინი უფროსების მეთვალყურეობის გარეშე არიან დარჩენილები.
"გამარჯობა , ეს ხდება ბათუმის კერძო ბაღში ,ძალიან გთხოვთ იქნებ მომაქციოთ ყურადღება , უკვე მერამდენედ ხდება ეს ყველაფერი არაკვალიფიციური და უყურადღებო ძიძების გამო , ჩემს შვილს ასე სასტიკად სცემენ და ოთახში არცერთი ძიძა არაა , ეს მოკლე ვიდეო რაც მე ამოვიწერე , ჩხუბი საკმაოდ დიდ ხანს გრძლედებოდა",– წერს მარი გოგიტიძე საჯარო Facebook ჯგუფში "განათლების სამინისტროს სიახლეები".