19:22:25     06-06-2022
როდესაც ჩვენი ფეხსაცმელების თვალიერებას გაეშვებით, მერე მოგცემთ ცალკე კომენტარს - წილოსანი ჟურნალისტს

"თქვენ სარგებლობთ იმით, რომ მე ვარ კულტურული და აღზრდილი. მე არ მინდა, რომ თქვენმა ოპერატორმა ირბინოს" - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა "მთავარი არხის" კახეთის ბიუროს ჟურნალისტს ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, წილოსანს აღნიშნულ საქმეზე საუბარი არ სურს:
"კითხვას ვერ დაგასრულებინებთ იმიტომ, რომ მხოლოდ საერთო კომენტარს გაძლევთ და როდესაც ტყუილების დეზინფორმაციის ტირაჟირებას გაეშვებით და ჩვენი ფეხსაცმელების თვალიერებას, მერე მოგცემთ ცალკე კომენტარს, მადლობა" – უთხრა წილოსანმა ჟურნალისტს.
გორში "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის გახსნაზე, ქალების უმრავლესობას ერთნაირი ფეხსაცმელი ეცვა, აღნიშნული მედიას არ გამოჰპარვია და სწორედ ამას გაუსვა ხაზი წილოსანმა.