ბიფშტექსი მექსიკურად ბიფშტექსი მექსიკურად />


  10:59:12     26-08-2011

ბიფშტექსი მექსიკურად

a9355.jpg

მასალა:

4 ცალი ბიფშტექსი
1 კბილი ნიორი
პილპილი
მარილი
3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 დიდი თავი ხახვი
4 ღერი ტკბილი წიწაკა
4 ცალი პამიდორი

ბიფშტექსებს წავუსვათ ნიორი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევბრაწოთ კარგად გაცხელებულ მცენარეულ ზეთში ისე, რომ ხორცი შიგნიდან ღია ვარდისფერი დარჩეს. შემდეგ ბიფშტექსები გადმოვიღოთ ტაფიდან, ტაფაზე დავაწყოთ დაჭრილი ხახვი და გარეცხილი და თესლგამოცლილი ტკბილი წიწაკის ღერები. ვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავამატოთ ოთხ ნაწილად დაჭრილი პამიდვრები. ბოსტნეული მსუბუქად მოვშუშოთ, მოვათავსოთ მასა ბიფშტექსებზე და მაშინვე მივიტანოთ სუფრაზე. სუფრაზე ასევე მივიტანოთ თეთრი პური, კარტოფილის პიურე ან მწვანე სალათა.

0

ავტორი: