22:07:58     23-05-2022
თალიბანმა ავღანელ ტელეწამყვან ქალებს სახის გამოჩენა აუკრძალა
ავღანეთში თალიბანმა ტელეწამყვან ქალებს სახის გამოჩენა აუკრძალა. ეს გადაწყვეტილება გასულ კვირას იქნა მიღებული და დღეიდან შევიდა ძალაში.
აღსანიშნავია, რომ თალიბანის მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში ქალების მიმართ არა ერთი დისკრიმინაციული და უფლებების შემლახველი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.