21:28:11     20-05-2022
ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსს ჩაით და მარილიანი წყლით ებრძვის
ჩრდილოეთ კორეა არავაქცინირებულ მოსახლეობაში Covid-ის გავრცელებას, ეფექტურ ანტივირუსულ პრეპარატებთან წვდომის გარეშე ებრძვის. 2020 წლის დასაწყისში, პანდემიისგან თავის დასაცავად, ქვეყანამ საზღვრები დალუქა. ჩრ. კორეის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით უარყოფს გარე სამედიცინო დახმარებას. ახლახან სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა ინტერვიუ ადამიანთან, რომელიც რეკომენდაციას დილა-საღამოს მარილიანი წყლის გამოვლებას უწევდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ფხენიანში, ანტისეპტიკური ხსნარის მოსამზადებლად, ათასი ტონა მარილი გაიგზავნა. სახელმწიფო ტელევიზიამ პაციენტებს ურჩია გამოიყენონ ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა იბუპროფენი, ასევე ამოქსიცილინი და სხვა ანტიბიოტიკები. ჩრდილოეთ კორეამ, გასულ წელს, სამი მილიონი დოზა ჩინური წარმოების ვაქცინის მიღებაზე უარი თქვა.