იზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს იზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს />


  12:45:18     10-05-2022

იზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

1652172382iziumi_w_h.jpeg

ხარკოვის ოლქში, იზიუმში სახლის ნანგრევების ქვეშ 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

"დროებით ოკუპირებულ იზიუმში, მარტის დასაწყისში ოკუპანტების მიერ დანგრეული ხუთსართულიანი შენობის ნანგრევებში 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ეს არის რუსი ოკუპანტების კიდევ ერთი საშინელი სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ! - თქვა მან.


ავტორი: presa.ge