"აზოვსტალიდან" ევაკუაციისას ოკუპანტებმა 4 წლის ალისას დედა "ფილტრაციის ბანაკში" დატოვეს, ბავშვი კი მარტო გაუშვეს (ვიდეო) "აზოვსტალიდან" ევაკუაციისას ოკუპანტებმა 4 წლის ალისას დედა "ფილტრაციის ბანაკში" დატოვეს, ბავშვი კი მარტო გაუშვეს (ვიდეო) /> "/> " />


  20:28:17     09-05-2022

"აზოვსტალიდან" ევაკუაციისას ოკუპანტებმა 4 წლის ალისას დედა "ფილტრაციის ბანაკში" დატოვეს, ბავშვი კი მარტო გაუშვეს (ვიდეო)

1652113973ffff.PNG

აზოვის პოლკის ინფორმაციით, "აზოვსტალის" თავშესაფრიდან ბოლო ევაკუაციისას, რუსმა ოკუპანტებმა ქალი და მისი 4 წლის შვილი ალისა ერთმანეთს დააშორეს. 

დედა ე.წ. ფილტრაციის ბანაკში დატოვეს, გოგონა კი ზაპოროჟიეს ოლქში მარტო გაუშვეს. 

დედის ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე უცნობია. 

უკრაინული მხარე იუწყება, რომ ამ დროისათვის ბავშვი ახლო ნათესავები იპოვეს და მას უახლოეს დროში ქვეყნის უსაფრთხო რეგიონში გადაიყვანენ. ამ ეტაპზე ალისა ზაპოროჟიეს ოლქში უსაფრთხოდ, ერთ–ერთ მედდას ჰყავს შეფარებული. 

 


ავტორი: presa.ge