"სააკაშვილი სასწრაფოდ გადასაყვანია საზღვარგარეთ, პოლიპროფილურ საავადმყოფოში" - ექიმი "სააკაშვილი სასწრაფოდ გადასაყვანია საზღვარგარეთ, პოლიპროფილურ საავადმყოფოში" - ექიმი /> "/> " />


  14:12:24     08-05-2022

"სააკაშვილი სასწრაფოდ გადასაყვანია საზღვარგარეთ, პოლიპროფილურ საავადმყოფოში" - ექიმი

16520048971650448621_sdsdsa_png-750x375.jpg

ალტერნატიული კომისიის წევრის, მარინა აბაშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ის საზღვარგარეთ, პოლიპროფილურ კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. მისივე თქმით, საქართველოში არ არსებობს დაწესებულება, სადაც სააკაშვილი შესაბამისი მკურნალობის გავლას შეძლებს. 

""ის, რაც მე ვნახე მედიის საშუალებით, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რასაც პირველ დღეს ვამბობდი, რომ პაციენტი არის უმძიმესი და ის სასწრაფოდ მოითხოვს გადაყვანას პოლიპროფილურ საავადმყოფოში. ალბათ უფრო საზღვარგარეთ, რადგან საქართველოში მე არ მეგულება ასეთი დაწესებულება", - მარინა აბაშიძე.

ქიმების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილმა კონსილიუმის ჯგუფმა მესამე პრეზიდენტი 22 აპრილს მოინახულა. 27 აპრილს ნინო ლომჯარიამ კონსილიუმის დასკვნა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. პაციენტი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს - ერთგვარი თვითმონელება).

დასკვნაში ასევე წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი - ანორექსია).


ავტორი: presa.ge