"ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინისგან" - წილოსანი "ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინისგან" - წილოსანი /> "/> " />


  14:08:52     08-05-2022

"ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინისგან" - წილოსანი

1652004657WILOSANI.jpg

ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ოკუპაციის გარდა, პუტინისგან საქართველოს მისამართით "არ ახსენდება ისეთი შეურაცხყოფა", როგორიც ქვეყანას "უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან" მიადგა.

ამის შესახებ წილოსანმა "ფორმულას" ეთერში, გადაცემა "დროებაში" თქვა.

"მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად შეურაცხყოფას და ტრაგედიას, რაც ოკუპაციაა, ამის შემდეგ ნამდვილად არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რაც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა", - თქვა წილოსანმა.


ავტორი: presa.ge