13:17:34     06-05-2022
"ზელენსკი ჩვენი დროის ჩერჩილია" – ჯორჯ ბუში

უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჯორჯ ბუშ უმცროსმა "ტვიტერზე" სტატუსი დაწერა:
"პატივი მერგო რამდენიმე წუთიანი საუბარი მქონოდა პრეზიდენტ ზელენსკისთან – ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილთან – ამ დილით. მე მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს თავისი ლიდერობისთვის, თავისი მაგალითისთვის და თავისუფლებისთვის სწრაფვის სურვილისთვის. ჩვენ უკრაინის გვერდით დგომას განვაგრძობთ და მათი თავისუფლების გვერდით ვიქნებით", – წერს ბუში.