12:38:54     04-05-2022
"მალე ჩემი დაბადების დღეა... ხელზე ჭრილობა მაქვს ... საყვარელი ბებია გალია მომიკვდა" – 8 წლის მარიუპოლელი ბიჭის დღიურები ბუნკერიდან (ფოტო)

მარიუპოლის მაცხოვრებელი ევგენი სოსნოვსკი აქვეყნებს 8 წლის მარიუპოლელი ბიჭუნას სულისშემძვრელ დღიურებს, რომელიც ბავშვმა ბუნკერში ყოფნისას დაწერა:
"მომიკვდა ბაბუა, ხელზე ჭრილობა მაქვს, კანი მაქვს ამოგლეჯილი, დედასაც ჭრილობა აქვს. გავიღვიძე და გავიღიმე. 24 თებერვლის შემდეგ მომიკვდა ორი ძაღლი, საყვარელი ბებია და საყვარელი ქალაქი მარიუპოლი, მალე ჩემი დაბადების დღეა...", – წერს ბიჭუნა.