"ბოდიში, მე მოვიპარე თქვენი მანქანა და ოჯახი გადავარჩინე" – დაუჯერებელი ისტორია უკრაინიდან "ბოდიში, მე მოვიპარე თქვენი მანქანა და ოჯახი გადავარჩინე" – დაუჯერებელი ისტორია უკრაინიდან /> "/> " />


  21:27:04     02-05-2022

"ბოდიში, მე მოვიპარე თქვენი მანქანა და ოჯახი გადავარჩინე" – დაუჯერებელი ისტორია უკრაინიდან

1651512810279288935_738781134005573_9025946897947300933_n.jpg

უკრაინაში ომი მესამე თვეა მიმდინარეობს. დღეს კი საინტერესო ამბის შესახებ გახდა ცნობილი. 

"ბოდიში, მე მოვიპარე შენი მანქანა... ოჯახი გადავარჩინე" –  უკრაინელი კაცი ერთ ისტორიას იხსენებს. მისი თქმით დაბომბვის დაწყებისას ოჯახთან ერთად თავშესაფარში იმყოფებოდა. ერთ დღეს იქიდან გამოსულმა ავტომობილი შეამჩნია, რომელშიც გასაღები იყო დატოვებული. ორი საათის განმავლობაში აკვირდებოდა და პატრონი არ გამოჩნდა, რის შემდეგაც მასში ოჯახის წევრები ჩასვა და უსაფრთხო ადგილას გაიყვანა. 

მოგვიანებით სალონში ტელეფონის ნომერი აღმოაჩინა და დარეკა, ავტომობილის მეპატრონე იყო და უთხა: "ბოდიში, მე მოვიპარე თქვენი მანქანა, ოჯახის წევრები გადავარჩინე"

იქიდან კი საპასუხოდ მიიღო:

"მადლობა ღმერთ, ოთხი მანქანა მყავს, მე ჩემი ჯიპით წამოვიყვანე ოჯახი, დანარჩენი სამი, სავსე ავზითა და გასაღებით სხვადასხვა ადგილებში დავტოვე, ყველა მათგანში იყო ჩემი ტელეფონის ნომერი, სამივე მანქანიდან დამირეკეს, მადლობა ღმერთს, მშვიდობა აუცილებლად დაისადგურებს და შევხმიანდეთ"

 


ავტორი: presa.ge