21:10:52     02-05-2022
რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 181 ათასი უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს

განახლებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ტერიტორიიდან რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 181 ათასი ბავშვი გაიტაცეს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
არსებული ცნობით, მათგან მხოლოდ 2 ათასი ბავშვია ობოლი, დანარჩენებს მშობლები, ან ერთი მშობელი თუ მეურვე მაინც ჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ რუსები ბავშვებს შემდგომი გაშვილების მიზნით იტაცებენ, სავარუდოდ გარკვეული თანხის სანაცვლოდ.