12:11:12     02-05-2022
"ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა საქართველოში" - ღარიბაშვილი
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს დაევალა დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე შუალედური დასკვნა წარმოადგინოს.
"ჩვენი ინფორმაცია, არის შემდეგი, რომ ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე. ამიტომ ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს შეისწავლოს დეტალურად საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ მთავრობას ექნება საშუალება, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციებიც, ხომ არ არის მაგალითად რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით", – განაცხადა ღარიბაშვილმა.