12:47:18     28-04-2022
"უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება" – ბორის აკუნინი
ცნობილმა რუსმა მწერალმა ბორის აკუნინმა, რომელიც მრავალი წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ კომენტარი გააკეთა.
მან ქვემოთ მოყვანილი დასკვნა პუტინის კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ გამოიტანა. ის მიიჩნევს, რომ ომი მალე არ დასრულდება:
"დიქტატორის გამოსვლიდან ჩანს, რომ ის მხოლოდ მეორე სტადიაზეა – უარყოფიდან სიბრაზეში გადავიდა. წინ ვაჭრობაა, შემდეგ დეპრესია და ბოლოს მიღება. ომი მალე არ დასრულდება", – განაცხადა აკუნინმა.