12:15:51     26-04-2022
ტრამპი ბაიდენს ურჩევს პუტინის ბირთვული ომით მუქარის არ შეეშინდეს
გამომცემლობა Reuters–ის ინფორმაციით, აშშ–ის 45–ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მოქმედ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ურჩევს, არ შეუშინდეს ვლადიმირ პუტინის მუქარას, შესაძლო ბირთვულ ომთან დაკავშირებით:
"პუტინის ყოველთვის იყენებს ამ სიტრყვას. მაგრამ ეს არ მუშაობს, ეს უბრალოდ არ მუშაობს. თუმცა, ის ამ სიტყვას ყოველდღიურად იყენებს", – აცხადებს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის საფრთხე რეალურია და მისი უგულვებელყოფა არ ღირს.